ლევან ყურაშვილი- ვაკის პარკის აქციაზე დავით ლორთქიფანიძის საქციელი უღირსი იყო

ვაკის პარკში, აქციის „სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე” ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ჯიპას ” სტუდენტი ლევან ყურაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, დავით ლორთქიფანიძის საქციელს შეიძლება ეწოდოს უღირსი.

მისივე თქმით, ლორთქიფანიძეს უნდა სცოდნოდა, რომ აქციაზე მისი გამოჩენა გამოიწვევდა კითხვებს, თუ რატომ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები.

,,დავით ლორთქიფანიძის საქციელს შემიძლია ვუწოდო უღირსი, რადგან მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი აქ გამოჩენა, გამოიწვევდა სწორედ ამ არგუმენტებს.

რა თქმა უნდა დღეს მას აქ არავინ არ ელოდებოდა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ის აქ გამოჩნდა როცა იყო არეულობა.

როცა აქ ლორთქიფანიძე მოვიდა, პროცესი იყო უკონტროლო, მიმართული იყვნენ დესტაბილიზაციისკენ.

ჩვენ კი არ ვაპირებდით არცერთი პოლიტიკოსისთვის სიტყვის მიცემას“-განაცხადა ლევან ყურაშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის” პირდაპირ ეთერში.

Facebook Comments

ახალი დადებული