Uncategorized

რომელ ასაკში რა კატეგორიის მართვის მოწმობის აღებაა შესაძლებელი

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განმარტავს, რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის აღება რომელ ასაკშია შესაძლებელი.

როგორც სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, „A“ კატეგორიის მისაღებად გამოცდებზე დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან (21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, “A1” კატეგორია – 17 წლიდან );

“B” კატეგორია – 17 წლიდან; “B1” კატეგორია – 16 წლიდან; “BE” კატეგორია -18 წლიდან; “C” კატეგორია – 21 წლიდან; “C1” კატეგორია – 18 წლიდან; “CE” კატეგორია – 21 წლიდან; “C1E” კატეგორია – 18 წლიდან; “D” კატეგორია – 24 წლიდან; “D1” კატეგორია – 21 წლიდან; “DE” კატეგორია – 24 წლიდან; “D1E” კატეგორია – 21 წლიდან;”T” კატეგორია – 17 წლიდან;”S” კატეგორია – 18 წლიდან; “ტრ” კატეგორია – 21 წლიდან.

პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება: მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;

შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,109 ნახვა
%d bloggers like this: