Advertisements

შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ გველის მოკვლის დროს

აშშ-ში ტეხასის შტატის მცხოვრებ მამაკაცს შხამიანი გველის მოჭრილმა თავმა უკბინა.

Nusagi

ამის შესახებ გამოცემა Gizmodo იუწყება. მამაკაცი საკუთარი სახლის ბაღში მუშაობდა, როდესაც მეტრიანი გველი შენიშნა, მან ქვეწარმავალს თავი ნიჩბით მოაჭრა და როდესაც სხეულის ნარჩენების გადაყრას აპირებდა, მოულოდნელად, გველის მოჭრილმა თავმა ხელზე უკბინა.

მეუღლე შეეცადა ის საავადმყოფოში წაეყვანა, მაგრამ მამაკაცს კრუნჩხვები დაეწყო და მისი გადაყვანა ვერტმფრენის დახმარებით მოხდა.როგორც ექიმმა ტრავმატოლოგმა განაცხადა, შხამი ისეთი რაოდენობით იყო, რომ სავსებით შესაძლებელია, მამაკაცი გარდაცვლილიყო, რომ არა დროული სამედიცინო დახმარება და 26 დოზა შხამის საწინააღმდეგო ვაქცინის შეყვანა.

ამჟამად მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა თირკმლის ფუნქციონირება ბოლომდე არ აღმდგარა.

„ეს არის კლასიკური შეცდომა, ადამიანებმა არ იციან, რომ ძუძუმწოვრები და ქვეწარმავლები სხვადასხვანაირად არის მოწყობილები”,-განუცხადა ექიმმა ტოქსიკოლოგმა ლესლი ბოიერმა გამოცემას.

მისი თქმით, გველის მოჭრილ თავს ისევე, როგორც მის სხეულს 12 საათის განმავლობაში ხოხვა და ადამიანებზე თავდასხმაც კი შეუძლია.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული