ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 – 11 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

8 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. 9 -11 ივნისს წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.

Facebook Comments

ახალი დადებული