სამართალი

ზაზა სარალიძე- რას მეთამაშება ხელისუფლება და შსს, არ მინდა ეს ზღაპრები

Nusagi

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მერაბ მორჩაძის დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს  და  ამბობს, რომ ეს არის თამაში ხელისუფლების მხრიდან.

“არანაირი ინფორმაცი არ მაქვს, ამ პიროვნების სახელი და გვარი საიდან მოვიდა არ ვიცი, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ თითქოს  მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ეს პირი ახდენდა, ეს არ არის ახალი  ჩემთვის. ამასთან დაკავშირებით მაშინ გავიგე, როდესაც მიხეილ კალანდიამ ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს. სიახლეს ეს არ წარმოადგენს,  ვინ ახდენდა ზეწოლას კალანდიაზე. ძალიან ვთხოვ შსს-ს ამ სისულელე რაღაცეებს მორჩნენ ხვალ უკვე ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არ მინდა ეს ზღაპრები. არ მინდა საზოგადოებამ ისე მიიღოს, რომ შსს-მ კონკრეტული პირი დააკავა. ზვიად ფხაკაძე პირდაპირ მეუბნებოდა, რომ წარმოგიდგენ იმ  სამ  პიროვნებას, რომელმაც ზეწოლა განახორცილაო. სასამართლოზე კონკრეტული გვარები არ გაჟღერებულა, რა სისულელებს მელაპარაკება შსს. პირველად მესმის მორჩაძის გვარი, კონკრეტული პირები დავუსახელე უკვე. მივესალმები, თუ ვინმე ზეწოლას ახდენდა და ამ პირებს გამოააშკარავებენ.  მაგრამ სიახლე ეს ყველაფერი ჩემთვის არ ყოფილა.  სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მხრიდან ახორციელებდა ზეწოლას ის, რომელი მხრიდანაც აინეტერებს გამოძიებას. როდესაც კალანდიამ თქვა, რომ ჩემზე ზეწოლას ახორციელებენო ალბათ ამ ნაწილის გამო დაიჭირეს.
იყო თუ არა მიხეილ კალანდია სუბელიანთან სახლში ეს ხომ დადასტურებული ფაქტია. ვის ატყუებენ ბოლობოლო, რას მეთამაშება ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს არის უმსაგავსობა”,- განაცხადა ზაზა სარალიზემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: