კარლ ლაგერფელდი – თქვენი სიმდიდრე საჩვენებლად არ უნდა გამოფინოთ

დიზაინერი კარლ ლაგერფელდი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ფიქრობს, რომ სიმდიდრის საჯაროდ გამოფენას კარგი არაფერი მოაქვს, მძრაცველების ყურადღებას იპყრობს და ყაჩაღების სამიზნედ ხდის.

პარიზის მოდის კვირეულზე თავისი შანელის ჩვენების შემდეგ,  ლაგერფელდმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე ისაუბრა და მაგალითად პარიზში კიმ კარდაშიანის დაყაჩაღება მოიყვანა.

“მე არ მესმის, რატომ იყო იგი ისეთ სასტუმროში, სადაც უსაფრთხოების ზომები არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი. თუ თქვენ ამ დონის ცნობილი პიროვნება ხართ, უნდა წახვიდეთ ისეთ სასტუმროში, სადაც ვერავინ მოვა ახლოს თქვენს ოთახთან და თქვენს ძვირფასეულობასაც დაცულად შეინახავთ. არ უნდა გამოფინოთ თქვენი სიმდიდრე და თუ მოახდენთ მის დემონსტრირებას, მაშინ აღარ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს მოუნდება თქვენთან ერთად მისი გაზიარება “,-განაცხადა ლაგერფელდმა  მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ასეთი  ძარცვა პარიზის იმიჯზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალაქმა გამოიარა საშინელი ტერაქტები.

მსგავსი მოსაზრება გამოხატეს უსაფრთხოების ექსპერტებმა  HarpersBazaar.com–თან და განაცხადეს, რომ სიმდიდრის საჯაროდ ჩვენება  მძარცველებს აძლევს სიგნალს.

“ეს ყველაფერი, შანელის ტანსაცმელი და ძვირფასეულობა, რაც ხაზს უსვამს, თუ როგორი მდიდრები არიან ისინი, სამიზნეს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზიანის მიყენებისკენ არიან ორიენტირებულები”,-  განაცხადა ექსპერტმა დევინ ტულისმა და აღნიშნა, რომ ისეთი ცნობილი პიროვნებისთვის, როგორიც კარდაშიანია, თითქმის შეუძლებელია შეუმჩნეველი იყოს ხალხისთვის. „ეს უკვე მთელი მსოფლიოს ნიუსებში გავიდა, მაგრამ სწორედ ამას ცდილობენ ეს ადამიანები, ყურადების მიქცევაა მათი საქმე”

მიუხედავად თავისი მკაცრი კრიტიკისა, ლაგერფელდი თანაუგრძნობს კარდაშიანს ამ ტრავმულ ფაქტთან დაკავშირებით. მან  თავის ფოტო გააზიარა ხელით დაწერილი ტექსტით: “ძვირფასო კიმ, ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ. სიყვარულით, კარლი”.

Facebook Comments
%d bloggers like this: