მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება [ვიდეო]

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა.

სუბელიანმა შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებაში დაბარებულია.

სუბელიანი შსს-ში ადვოკატის გარეშე შევიდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე პირველ ივნისსაც იმყოფებოდა.

ინფორმაციას 1tv,ge ავრცელებს

Facebook Comments

ახალი დადებული