საზოგადოება

მირზა სუბელიანმა 9 საათიანი გამოკითხვის შემდეგ შსს დატოვა

Nusagi

პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა 9 საათიანი გამოკითხვის შემდეგ შსს დატოვა.
მისი თქმით,  გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი, ამიტომ დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა.

„ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები და გავეცი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები“, – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

მირზა სუბელიანი შსს-ში დღეს 15:00 საათიდან იმყოფებოდა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი საავადმყოფოში დაიღუპა. სარალიძის მამა მირზა სუბელიანს მკვლელის მფრაველობაში სდებს ბრალს და მის დაკავებას ითხოვს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: