პუტინის პრეზიდენტობა მალე დასრულდება – რუსი ოპოზიცონერი პოლიტიკოსი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დუმის ყოფილი დეპუტატი ილია პონომარიოვი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობა 2024 წლამდე დასრულდება.

„სეგოდნია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში პონომარიოვმა აღნიშნა, რომ უახლოესი სამი წლის მანძილზე რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფით იქნება დაკავებული.

„ასევე იმ პოლიტიკური კონსტრუქციის ფორმირებით, რომელიც მისი წასვლის შემდეგ დარჩება. დარწმუნებული ვარ, 2024 წლამდე ის პრეზიდენტის სტატუსს დაკარგავს. ვინ იქნება ის და როგორი იქნება მისი პოლიტიკური სტრუქტურა-აქ სხვადასხვა სცენარის დაშვებაა შესაძლებელი. ძირითადი კი ახალგაზრდა ტექნოკრატი-შემცვლელის მოძიება გახდება, რომელიც მის კონტროლქვეშ იქნება, მაგრამ რეალურად რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინს შეცვლის“,– განაცხადა პონომარიოვმა.

Facebook Comments

ახალი დადებული