ჩინეთში დამზადებულმა ცვილის ფიგურებმა დამთვალიერებლები გაამხიარულა

ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ცვილის ფიგურებმა, რომლებიც ჩინეთში გამოფენაზე გამოიტანეს, მნახველები გაამხიარულა. ფოტოები გამოცემა The Sun-მაც გამოაქვეყნა.

ფიგურები შანხაიში, სავაჭრო გამოფენზეა დადგეს, სადაც  აბაზანების და სამზარეულოს ავეჯი იყო წარმოდგენილი. ბაზრობის დამთვალიერებლებმა ადამიანის ზომებში ჩამოსხმული ფიგურები საცინრად აიგდეს, რადგან ჩათვალეს, რომ საკუთარ პროტოტიპებს არცთუ ისე ჰგავდნენ.

მნახველებმა აღნიშნეს, რომ სკულპტურებმა კარგად გადმოსცეს ტრამპის ცნობილი ვარცხნილობა და ჟესტები, თუმცა არა მისი სახის ნაკვთები. პუტინის ცვილის ფიგურამ დამთვალიერებლები ჟღალი თმებითა და წარბებით გააკვირვა, კიმ ჩენ ინი კი ზედმეტად გამხდარი გამოვიდა.

მიუხედავად ამისა, ბრენდმა, რომელმაც ფიგურები დადგა ყურადღება მაინც მიიქცია, რადგან ათასობით სტუმარმა მოინდომა მსოფლიოს ლიდერების ფიგურებთან ერთად ფოტოს გადაღება.

 

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული