ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

Facebook Comments

ახალი დადებული