სოციალური ქსელები და მედია

51-ე სკოლის დირექტორი – ვერავინ დაადასტურებს, რომ დავით სარალიძე ვინმეს ჩაგრავდა

Nusagi

დავით სარალიძე თავაზიანი, წესიერი ადამიანი იყო და მთელ სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ ის იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს, – ამის შესახებ პირველ არხს 51-ე სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ განუცხადა.

„მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დათოს ამ საქციელზე კომენტარის გაკეთება მომიწევდა და ძალიან ვწუხვარ, რომ უფროსების არასწორ ინფორმაციაზე, აი, ასეთ განცხადებაზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ. დათო იყო თავაზიანი, წესიერი, საყვარელი ადამიანი და ამხელა სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დათო იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს. ის იყო კეთილი, რეპავდა ხოლმე დერეფნებში: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“. იყო სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი, მასთან არასოდეს ყოფილა ასეთი პრობლემა“, – განაცხადა თურქაძემ.

მას უჭირს შეაფასოს, რას ემსახურება ინფორმაცია, რომელიც სარალიძესთანდაკავშირებით გავრცელდა.

„ვერ გეტყვით, რას ემსახურება ეს სიცრუე. ეს არასწორი განცხადებაა,  რაც ცუდად გაჟღერდა. სკოლაში ვერც ვიფიქრებდით, რომ მსგავსი ტიპის განცხადებაზე მოგვიწევდა კომენტარის გაკეთება. მას უყვარდა სიცოცხლე, ყველა ღონისიძიებაში იყო ჩართული“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას დღეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიმართა.  „სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩემი შვილი მოძალადე იყო, ვიღაც-ვიღაცებს თავს საპირფარეშოში აყოფინებდა, მოძალადე ყოფილა. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა. თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან. არავინ არაფერი დამალოს“, – განაცხადა სარალიძემ.

წყარო:1tv.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: