ეგვიპტეში ჯარისკაცის დედის ქანდაკებას შეცვლიან, რომელიც „სექსუალურ ძალადობას ასახავს”

ეგვიპტელი მხატვარი აიძულეს შეეცვალა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ქანდაკება, მას შემდეგ, რაც ის „სექსუალური ძალადობის ასახვის“ გამო იქნა გაკრიტიკებული. ინფორმაციას BBC NEWS ავრცელებს.

ქანდაკებაში სამშობლოსთვის წამებული ჯარისკაცის დედა გამოსახულია სუსტი გლეხის ქალის სახით, რომელიც ეგვიპტეს განასახიერებს, მას ჩაფხუტიანი ჯარისკაცი ეხვევა.  ქალაქ სოჰაგის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს მათთვის მიუღებელია. ძეგლი, რომელიც ქალაქის გოგონათა სკოლასთან ახლოს დაიდგა, ჯერ ოფიციალურად არ გახსნილა. ქალთან არასასურველი მოძრაობების გარდა, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, 8.5 მეტრის სიმაღლის სკულპტურა გამოსახავს ეგვიპტის სამხედრო ძალებს, რომლებმაც ქვეყანა გააწბილეს.

სოჰაგის გუბერნატორმა, აიმან აბდელ–მონაიმმა უკვე გასცა ქანდაკების შესახებ მოკვლევის ბრძანება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დაპირისპირება, რომელიც ეროვნული მედიასაშუალებების ცენტრში მოექცა , ასევე სოციალურ მედიაში გაკეთებული უამრავი კომენტარი ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რომლებსაც ამ ქვეყანაში ხელოვანები აწყდებიან.

60 წლის მოქანდაკე ვაგიჰ იანი ახლა ქანდაკების შეცვლაზე მუშაობს, რათა მოხსნას ჯარისკაცი და ქალის ხელებში ზეთისხილის რტო მოათავსოს. თეთრი მტრედები ქალის თავზე მშვიდობის სიმბოლოდ ნახევარმთვარის სილუეტს შექმნიან, განაცხადა სკულპტორმა. იანიმ დაიცვა მისი ნამუშევარი და საინფორმაციო სააგენტო Associated Press–ს განუცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებებს, თითქოს ქანდაკება შეუფერებელი იყო და დაჟინებით მოითხოვა ჯარისკაცს, რომელიც იცავს ეგვიპტეს “წამებულის სახე” ჰქონოდა.

“მე მინდა მჯეროდეს, რომ ქანდაკების თავდაპირველი იდეა და ცვლილებები ერთმანეთს არ დაშორდება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კმაყოფილი იყოს ქანდაკებით”, განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული