ზაზა სარალიძე სუბელიანის მეუღლისა და შვილის დაკავებასაც ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მიესალმება შსს-ს მიერ მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც სუბელიანს წაუყენეს, დამაკმაყოფილებელი არ არის.

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დააკავონ მირზა სუბელიანის მეუღლე და შვილი.რადგან მათაც იცოდნენ საქმის დეტალები და ამის შესახებ ძალოვან უწყებას არ აცნობეს.

მისივე თქმით, მირზა სუბელიანს ბრალი უნდა წაუყენონ არა მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის, არამედ საქმეში უხეშად ჩარევისთვისაც.

Facebook Comments

ახალი დადებული