მასწავლებელი ჟურნალში თამამი ფოტოების გამოქვეყნების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ომსკის სკოლის მასწავლებელი ვიქტორია პოპოვა ჟურნალში, თამამი ფოტოების განთავსების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ პედაგოგმა НГС Омск-ს შეატყობინა.

„თავისი ქცევით ვიქტორია პოპოვამ სკოლის იმიჯს დარტყმა მიაყენა, რაც მთავარია- პადაგოგის მაღალ წოდებას. გაიაზრა რა აღნიშნული გარემოება, ვიქტორია პოპოვამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სკოლა”,-განუცხადეს „რია ნოვოსტის” ქალაქის მერიაში.

26 წლის მასწავლებელი ომსკის მე-7 სკოლაში მე-9 კლასელებს ისტორიას ასწავლიდა. სამსახურიდან თავისუფალ დროს თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტოსთან, რომელიც „ფორმებიანი” ქალებისთვის მაღაზია plus-size-ის რეკლამას აკეთებს. მოსწავლეების მშობლებმა ის ქალაქის ერთ-ერთ ჟურნალში ამოიცნეს.

მასწავლებელი ამბობს, რომ სასწავლო ნაწილის გამგესთან ურთიერთობა დიდი ხანია დაეძაბა, „ხან თმები ისე არ მაქვს შეღებილი, ხან ჯინსები მაცვია, ახლა ამაზე გამომიჭირა და მორჩა”,-განაცხადა მან.

მიუხედავად ამისა, გამოცემის ცნობით, პოპოვა მოსწავლეებს ძალიან უყვართ და სოცილურ ქსელში, კონკურში „ჩემი ყველაზე საყვარელი მასწავლებელი” პირველი ადგილი აიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული