ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი. ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია, გამორიცხვის მეთოდით იხილება, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს შსს-დან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. დოდო გუგეშაშვილის ინფორმაციით, დღეს ის შსს-ში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო იმყოფებოდა. მისი თქმით, როდესაც ის ორჯერ დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში, საზღვრის კვეთისას დაფიქსირდა რომ დოდო გუგეშაშვილი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.

“ჩემ მიერ საზღვრის ორი კვეთა უკრაინიდან დაფიქსირებული იყო, რომ თითქოს მოვფრინავდი სანკტ-პეტერბურგიდან. ეს აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზი და ამ დღეებში ოფიციალურად გასწორდება. რაც შეეხება ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, გავიარეთ რაღაც საკითხები და ვერ გეტყვით რომ რაიმე გამოკვეთილია განსაკუთრებული. ძიება გრძელდება და ჩვენ მუდმივად გვაყენებენ საქმის კურსში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი. ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია, გამორიცხვის მეთოდით იხილება და ამაზე დღესაც გვქონდა საუბარი. ჯერჯერობით მოტივი არ ვიცით. მოტივი რომ ვიცოდეთ, უკვე გამოძიებულიც და მიხედილიც გვეყოლებოდა”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

წყარო:interpressnews

Facebook Comments

ახალი დადებული