სოციალური ქსელები და მედია

საფრანგეთში 14 ბავშვი ყველით მოიწამლა. ერთი გარდაიცვალა

Nusagi

საფრანგეთში ბაქტერიული ინფექციის ჩივილებით 14 ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც მათ ყველი რობლოშონი შეჭამეს. არსებობს ეჭვი, რომ ის არ იყო პასტერიზებული.

საფრანგეთის ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაწლავური ინფექციით ამ თვეში 14 ბავშვი დაავადდა. თოთხმეტივემ მანამდე მიირთვა პიცა, რომელიც ძროხის 45%-იანი ცხიმოვნების ყველი რობლოშონით იყო დამზადებული.

ეს ყველი საფრანგეთის ალპებში, ყველის მწარმოებელ შაბერში იყო დამზადებული. ის რეალიზაციიდან ამოიღეს, მას შემდეგ, რაც 14 მოწამლულიდან 6-ს ნაწლავური ინფექცია დაუდგინდა.

ცენტრის ინფორმაციით 1 ბავშვი გარდაიცვალა, დანარჩენი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. რობლოშონთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს, თუმცა ადგილობრივებს უკვე მისცეს რეკომენდაცია, რომ ბავშვებს არ აჭამონ რძის პროდუქტი, რომელსაც დამატებითი დამუშავება არ გაუვლია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,680 ნახვა
%d bloggers like this: