2018 წლის სამაგისტრო გამოცდისა და საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგს.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი ასეთია:

11 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – A);
12 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – A);
18 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – B);
19 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – B);
24 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – C);
25 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – C).

რაც შეეხება 2018 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგს, კონკურსი ჩატარდება 23 ივლისს  – (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

Facebook Comments

ახალი დადებული