არავინ დაგელოდებათ, როდის მიუკაკუნებს კარებზე მეგისი კასტილიანთან ერთად !

აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმაურება და ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. თოფურია დაანონსებული აქციის სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს და აცხადებს, რომ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში სისხლისღვრა აღარასდროს შეწყდება.

„დაიწყება ეხლა, ჯარი ჩვენსკენაა, პოლიცია ჩვენსკენაა ვეტერანი ჩვენსკენაა….. ვიღაც გაქუცულ ფორმიანსაც იპოვნიან, ეგზალტირებულ მასას ჯარის სახელით მიესალმება, მერე უომარ მეომარსაც ალაპარაკებენ, ნაბრძოლების სახელით, წესით ვინმე ბონძღი პალიციელიც უნდა გადაცუნცულდეს ვანოსკენ “ტოესტ ხალხისკენ”, ეშმაკსაც ალაპარაკებენ პეტრე ცაავას სახით და იტყვიან საპატრიარქო ჩვენთანააო.

20 აფხაზი ისევ გადმოცურავს ადიდებულ ენგურს კუპრავასა და სააკაშვილის სიყვარულით და ოვსთა ლაშქარიც მზად იქნება გვერდზე დაუდგეს ქართული დემოკრატიის “ბურჯებს”.

მასა ამ ყველაფერის დამჯერი უცებ გახდება სარევოლუციოდ მზად, ნუ მოვიტყუებთ თავს და სისხლის დასაღვრელადაც, ამის შემდეგ მოამწიფებენ იმ აზრსაც, თან ბრბოდან წამოვა ეს მოთხოვნა (არა მგონია ნათელაშვილმა აიღოს თავის თავზე 25 წლიანი მუხლი, მაგდენი ფულიც არ მიუციათ ამ კიკუსთვის) და ეცემიან რომელიმე შენობას, სავარაუდოდ იქვე არსებულ პარლამენტის შენობას ან კანცელარიას, შეიძლება 90 იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბებული ბანდ ფორმირების მაგვარი ” შენაერთი” შტურმზეც გაუშვან 1 არხის ასაღებად…..

სისხლის ღვრაც აღარასდროს შეწყდება საქართველოში გაბოროტებულ გააფთრებული სააკაშვილის მობრუნების შემთხვევაში.

ჩააფურთხეთ!
სიყვარულით არჩეულებმა რა აკადრეთ ხალხს ის არ მიცემია და არც მიეცემა დავიწყებას და ეხლა, გაბოროტებულ გააფთრებულებს არავინ დაგელოდებათ წამოგორებული, როდის მიუკაკუნებს კარებზე მეგისი კასტილიანთან ერთად !

ხელი არ წაგიცდეთ, პროჭი დააყენეთ ცუდად, საშინლად შემოგიბრუნდებათ, არავისთვის მოუტანია სიკეთე გათხლეშილ კაიფში მყოფი დორბლიანი მანიაკის ჭკუაზე სიარულს, ნუ დაიღუპავთ თავს!!!“,-წერს მალხაზ თოფურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის მხარდაჭერის მიზეზით, „ნაციონალური მოძრაობა” და „ლეიბორისტული პარტია” ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ, ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორებმა რეგიონებში ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობის თბილისში ჩამოყვანას  ორგანიზებას აკეთებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: