დავით ახვლედიანი – აი ვინ ყოფილა ზვიად კუპრავას დალაი ლამა

დავით ახვლედიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ პარლამენტთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორ ზვიად კუპრავასთან ერთად ფოტოზე წინა ხელისუფლების მომხრე ბიზნესმენის,  გია უდესიანის შვილია აღბეჭდილი.

„ჩვენი საერთაშორისო მოგზაური ზვიად კუპრავა, რომელიც დადის სხვადასხვა ქვეყნებში და ხვდება ნაცმოძრაობის ზონდერებს. ამჯერად ის ხვდება უდესიანის ბიჭს და ჩანთით რაღაცას გადასცემს. აი ვინ ყოფილა დალაი ლამა. ასე იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება ქვეყნის გარედან, ამის სათავეში ვინ დგას ყველას კარგად მოგვეხსენება….”-წერს დავით ახვლედიანი.

შეგახსენებთ, უკრაინიდან დაბრუნებული ზვიად კუპრავა ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ დალაი ლამას შეხვდა. გია უდესიანს ბიზნესმენ ბესო ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

 

Facebook Comments

ახალი დადებული