ესე იგი, რატომ არ არის დაკავებული კალანდიას მეუღლე, რომელიც სამზარეულოში სადილს ამზადებდა..?

“…ამასთანავე, მირზა სუბელიანის შვილი არ არის დაკავებული ამ საქმის ორგანიზებისთვის. მისი მეუღლე, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მკვლელი ვინც იყო, რატომ არ არის დაკავებული?არის კიდევ ერთი ქალბატონი, მიხეილ კალანდიას დედა, რომელმაც იცოდა მკვლელი სადაც იყო და არ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ესე იგი, რატომ არ არის დაკავებული კალანდიას მეუღლე, რომელიც სამზარეულოში სადილს ამზადებდა… ბებია, რომელიც იქვე იჯდა მარხილიან სავარძელზე და ინდურ სერიალს უყურებდა… მეზობელი, რომელმაც ხახვის გამო დააკაკუნა კალანდიების კარზე … ჩვენც, ვინც ყური მოვკარით ხორავაზე განვითარებულ მოვლენებს… ან იმ დღეს ხორავას გავლით სადმე წავედით… ან ფეისბუქში რაღაც ვერსია წავიკითხეთ…და საერთოდ ყველა ის, ვინც 2012-ში კუპრავები გააპანღურა პოლიციიდან —
—- რატომ არ ვართ დაპატიმრებულნი ?!!!”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი გია შარაშენიძე

Facebook Comments

ახალი დადებული