სუბელიანი: შესაძლებელი რომ იყოს ჩემს სიცოცხლეს ამ ბავშვების გადარჩენაში გავცვლიდი

მირზა სუბელიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესზე ბრალდებულმა სუბელინმა თქვა, რომ მოზარდების მკვლელობასთან შედარებით, მისთვის “გისოსები მეორეხარისხოვანია”. მის კომენტარს 1tv ავრცელებს.

„მომხდარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. თუ შეიძლებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით მათი გადარჩენა, მზად ვიყავი ამისთვის. ის გარემოება, რომ ცხოვრებისგან არავინაა დაზღვეული, მეც გამიგია. ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, ტრაგედიას. ბევრი ოჯახი განადგურდა ამით.

ადვოკატების პოზიციას ვეთანხმები, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ჩემთვის გისოსები მეორეხარისხოვანია მომხდართან დაკავშირებით“,– განაცხადა სუბელიანმა.

მირზა სუბელიანს ბრალი დღეს საღამოს ოფიციალურად წაუყენეს. ბრალი წაუყენეს ასევე ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ფარგლებში 8 ივნისს დაკავებულ მერაბ მორჩაძესაც.

Facebook Comments

ახალი დადებული