უცხოური მედია

ჯორჯ კლუნი მეუღლის სიტყვით გამოსვლისას ატირდა

Nusagi

ჯორჯ კლუნი ამერიკის კინოინსიტუტის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.  AFI Life Achievement -ის რიგით 46-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა, სადაც 57 წლის ჰოლივუდელმა ჯორჯ კლუნმა ცხოვრებისეული მიღწევებისთვის პრიზი მიიღო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

თუმცა ჰოლივუდელი მსახიობისთვის უფრო მნიშვნელოვანი მისი მეუღლის – ამალ კლუნის სიტყვით გამოსვლა იყო, რომელმაც ჯორჯ კლუნი ცრემლებამდეც კი მიიყვანა.

“ჩემთვის უფრო მარტივია მივმართო სასამართლოს დაკავებულის სახელით, ვიდრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდე, როგორც ამას დღეს ჩემი მეუღლისთვის ვაკეთებ. უზომოდ ამაყი ვარ იმ ყველაფრისთვის, რასაც მან მიაღწია. სიყვარული, რომელიც შენთან ერთად ვიპოვე, სწორედ ის დიდებული სიყვარულია, რომლის არსებობისაც ყოველთვის მჯეროდა. შენი დანახვა ჩვენს შვილებთან ერთად ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა,”- თქვა ამალმა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის ქორწილი 2014 წელს, ვენეციაში შედგა. გასულ წელს კი მათ ტყუპები – ელა და ალექსანდრე შეეძინათ.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: