მას შემდეგ, რაც შოთაძე გადავაყენეთ, კიდევ ორი მინისტრის გადადგომის მოთხოვნა დავაყენე

კონკრეტულ პირებზე მქონდა საუბარი, ისინი კი საკენკს მიყრიან, ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ამჯერად უკვე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომას ითხოვს. „აქამდე არ მითქვამს, მაგრამ ახლა ვიტყვი, გიორგი გახარიამ შეხვედრის დროს თითი მიქნია, თავიდან მისმა უწყებამ გააყალბა მტკიცებულებები და ახლა ისევ მას გადაეცა გამოძიება. თეა წულუკიანმა კი მას შემდეგ, რაც შოთაძე გადავაყენეთ, ის პატივით გააცილა. ახლა ვაყენებ ამ ორი მინისტრის გადადგომის საკითხს”,-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

Facebook Comments

ახალი დადებული