მედროვეებო, ვაზელინებო ურცხვებო, ფარჩაკებო, ეშმაკთანაც შემკვრელებო მიმიფურთხებია თქვენთვის!!

გადამრევს ეს ხალხი რა? 2013 ში ქალმა უსამართლობის გამო თავი დავიწვი ფაქტიურად მკვდარი ვიყავი, მაგრამ უფლის სასწაულმა გადამარჩინა მიუხედავად ამისა გონება არ გამთიშია და ვაზროვნებდი.

მართალია სული ცალკე მტკიოდა და სხეული ისე იწვოდა ამ ტკივილებს ჭკუიდან გადავყავდი მაგრამ ერთი წუთითაც არ დამიშვია რომ აი მოვიდა ოცნების ხელუსუფლება და სამართალი რადგან ვერ ვიპოვე და რადგან მაინც ვკვდები ეხლა ავდგები და ნაცებს შევეკვრებითქო,  მით უმეტეს არა ერთხელ არამედ რამდენჯერმე შემომითვალეს ჩვენ დაგეხმარებითო .

ღმერთო ჩემო, ვკვდებოდი მაინც ფურთხებით და გინებით ვისტუმრებდი ყველას არადა ერთი სიტყვაც საკმარისი იყო ჩემი რომ ვიცოდი ზუსტად ვიცოდი რომ მართლა გააკეთებდენ დედას მოიტ@@ვდენ და ყველაფერს გააკეთებდენ რომ ჩემი სიმართლე დამტკუცებულიყო, სიმართლე ხალხო, სიმართლეს ვითხოვდი მეტს არაფერს უკანონოს, დარწმუნებული ვარ რომ ჩემი მკვლელი მევახშეები დღესაც ციხეში იქნებოდნენ და უპრობლემოდ დავიბრუნებდი ყველაფერს და 5 წელი არ მომიწევდა წინ და უკან სირბილი არც პროკურატურებში და არც არსად ეს ზუსტად ვიცი მიუხედავად ამ ყველაფრისა ხალხო, მიუხედავად იმისა რომ ვკვდებოდი,  მიუხედავად იმისა რომ 0 ზე დავრჩი, უფულოდ უკაპეიკოდ და ყველაფრის გარეშე, მე ფიქრადაც არ გამივლია რომ ოღონდ მეშველოს და ეშმაკსაც შევეკრებითქო,

ტფუი ეშმაკს და კიდევ გავიმეორებ, ტფუი ეშმაკს, უკვე ვგიჟდები ამ ტუტუცი უსინდისო ადამიანების საქციელებს რომ ვხედავ მართლაც ტფუ რა…….

არანაკლებ გამწარებული და გაბრაზებული ვარ ოცნებაზე, დღესაც და მით უმეტეს 2013 ში,  მაგრამ თქვე შაკლებო ამის გამო სული არ გამიყიდია.

ოცნება იქნება თუ სხვა, ყველას თავისი მოეთხოვება.  მე პირველ რიგში ვიცი ის რომ უფლის წინაშე ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემი სინდისის წინაშე არასდროს შემრცხვება და სუფთა სინდისით ვივლი ამ ქვეყნად, სადამდეც უფალი შემაძლებიებს.

პ.ს. აი თქვენ კი მედროვეებო, ვაზელინებო ურცხვებო, ფარჩაკებო და ეშმაკთანაც შემკვრელებოო ხტფუი!! მიმიფურთხებია თქვენთვის!!

წადით იარეთ ნაცების აქციაზეც და იმის იქეთაც წასულხართ სულგაყიდულო მონებო!-წერს ფეისფბუქის საკუთარ გვერდზე ციცინო ხარაბაძე.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკით დაზარალებულმა ციცინო ხარაბაძემ თავის დაწვა 2013 წლის 27 თებერვალს სცადა. მას ბინიდან გამოსახლებას უპირებდნენ, რის გამოც ბენზინი გადაისხა.

Facebook Comments

ახალი დადებული