პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ლეგალიზაციის მომხრეების იდენტიფიკაცია მოხდა და ცივ ბეტონზე დაყრილებს ბადრაგი აშარდავს”

Nusagi
ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„.სისხლის სამართლის დამნაშავეობა კვლავ 12 წლის ასაკამდე ჩამოვიდა, შეკრებითობის კანონიც დაბრუნდა,ერთ მოპარულ გაქუცულ ქვაბზე და 2 კვერცხზე 18 წელი პატიმრობა!
კახიშვილის ციხეები დაკეტეს და ისევ დილეგებში შეგვყარეს, “კარანტინის დაშლა” აღდგა და კვლავ ყველა ძვალი გადატეხილი გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო გაუბედურებულები არიან ნარკომანები და ერთ დროს მიტინგზე ლეგალიზაციის მომხრენი, მათი იდენტიფიკაცია მოხდა და ახლა ყველა ერთად, გაშიშვლებულები აგერ ცივ ბეტონზე ყრიან და ბადრაგი ყოველ ერთ საათში ზევიდან აშარდავს სიტყვებით: “შარდის ჩაბარებას აპროტესტებდით,არა?!”
მაგივრად კვლავ ტექნიკურ მაზუთს გვისხამენ, საპატრიარქოს აღარ შემოაქვს ხუთშაბათობით -ლობიო,იმიტომ, რომ პატრიარქი დააპატიმრეს… ბიზნესი კვლავ მოძალადეებს გადაეცათ, საროსკიპოებში ისევ სპეცოპერაცია ტარდება, 1-2 ტელევიზია უმოწყალოდ დაარბიეს (დანარჩენები პირნათლად ემსახურებიან ფიურერს). ბიჭების: ბუტას, გიორგის, მამა-შვილი ვაზაგაშვილების, დედა-შვილი გირგვლიანების საფლავები დაარბიეს და იქვე ახალი გათხარეს მორიგი მსხვერპლისთვის…
320.000 დასაჭერთა სია ერთი მაგდენით გაზარდეს, დაარბიეს უნივერსიტეტები (ეს ისე პროფილაქტიკისთვის), სკოლებში ახალი ისტორიის წიგნი შევიდა: “მე,მე და მხოლოდ მე!” აღვადგინეთ დახვრეტის მუხლი (ამერიკის ბევრ შტატშია და ჩვენ რატომ ჩამოვრჩეთო?), ვეძგერეთ მძინარე ცხინვალს და გალს, ახლა უკვე მხოლოდ თბილისი და მცხეთა დაგვრჩა… პრინციპში კი გვყოფნის, არც ვართ მეტი… P.S. ეს ყოველივე კი მამის, დედის და შვილის დაპატიმრებით დაიწყო…. …და გამეღვიძა მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა!”-წერს ლალი მოროშკინა.
შეგახსენებთ, დღეს, ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, რუსთაველზე ,მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ზაზა სარალიძეს უჭერენ მხარს, თუმცა მმართველი ძალის განცხადებით, პროცესი სოლიდარობის საზღვრებს გაცდა.
Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: