ნიკა მელია ჩვენს თვალწინ ჩატენეს და წაიყვანეს, ასევე დაკავებულია ჩვენი ათობით თანამებრძოლი

დააკავეს ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და ჩვენი ათობით თანამებრძოლი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ერთ-ერთ მანქანაში სავარაუდოდ ისხდნენ სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნები და მათგან პასუხის მოსმენა სურდათ, თუმცა ამას შელაპარაკება მოჰყვა.

„ნიკა მელია დაკავებულია და წაყვანილია. ჩვენს თვალწინ ჩატენეს მანქანაში და ისე წაიყვანეს. თქვენ ნახავთ, რა მეთოდებით წაიყვანეს საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, დაკავებულია ლევან ხაბეიშვილი და კიდევ ჩვენი ათეულობით თანამებრძოლი. ყველას სახელი და გვარი არ ვიცით, რადგან უცებ გავნახევრდით. დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი”, – განუცხადა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალიტებს

Facebook Comments

ახალი დადებული