ახალი დამატებული საგარეო პოლიტიკა

პუტინი და ტრამპი შესაძლოა ერთმანეთს ვენაში შეხვდნენ

რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები შესაძლოა, ვენაში შეხვდნენ. როგორც Politico იუწყება პუტინისა და ტრამპის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ მედიასთან პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ილაპარაკა მისივე თქმით, ვენაში შეხვედრის შესაძლებლობა ლიდერებმა 20 მარტს გამართულ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.

პესკოვის ინფორმაციით, ამავე თემაზე პუტინმა ავსტრიის კანცლერთან შეხვედრაზეც თქვა. თუმცა, როგორც ცნობილია, შეხვედრის დრო და თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.

ტრამპთან შეხვედრის შესახებ ჩინეთში ვიზიტისას თავად პუტინმაც გააკეთა კომენტარი, მისი თქმით, „ბურთი ახლა ამერიკელების მოედანზეა“.

„როგორც კი ამერიკული მხარე მზად იქნება, ეს შეხვედრა შედგება. ჩემი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

Facebook Comments