რუსთაველზე პოლიცია კარვების ტროტუარზე გადატანას ცდილობს

რუსთაველზე პოლიცია კარვების ტროტუარზე გადატანას ცდილობს. მათი მიტცებით ამის მიზეზი აქციაზე მყოფი ხალხის სიმცირეა.

დღესვე პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო შსს-მ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა გამოაქვეყნა.

მანამდე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ 14:00 საათზე პარლამენტთან მივიდნენ.

პარლამენტის წინ გამართული აქციის მიზანი, როგორც თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები ამბობენ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის სოლიდარობის გამოცხადებაა

ევროპული საქართველო დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მანამდე ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევისას გარდაცვლილი დავით სარალიძის მამამ ხელისუფლებას საქმის გამოძიებისთვის ვადა 10 ივნისამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან განაცახადა. რო, პარლამენტთან მასობრივ აქციებს განაახლებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: