შალვა კუჭაშვილი-ასე, რომ ელისო, მე გაჩერებას არ ვაპირებ…

ორგანიზაციის „ნუ მომკლავ” ყოფილი წევრი, შალვა კუჭაშვილი მის მიმართ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის მიერ გაგზავნილ მუქარის შემცველ ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

“დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წარმომადგენელს მივაწოდე ონფორმაცია “ჟურნალისტ” ელისო კილაძის შვილის მუქარის შემცველ ხმოვან შეტყობინებებთან დაკავშირებით. მათ მოვუწოდე, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ გამოძიების მიმდინარეობა.

ასე, რომ ელისო, მე გაჩერებას არ ვაპირებ…

მივმართავ შსს-ს, თუ, 2 კვირაში გამოძიება არ მივა ლოგიკურ დასასრულამდე “ქრონიკა+” -ის რედაქციასთან აუცილებლად იხილავთ აქციას!

მე მინდა ვიცხოვრო სამართლებლივ სახელმწიფოში და არ მჭირდება ამისთვის ელისოს “ჩიტები” ..!”, – წერს კუჭაშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: