პოლიტიკა სოციალური ქსელები და მედია

რიგითი უკრაინოლოგის გადასარჩენად- გვერდის ადმინი თავის გამომწერებს მიმართავს

Nusagi

ფეისბუქ-გვერდი „მიხეილ უკრაინოლოგი”, რომელიც მასობრივი  რეპორტ-კამპანიის შედეგად დაიბლოკა, ჯერ კიდევ არ აღუდგენიათ. როგორც გუშინ გვერდის ადმინისტრატორი წერდა,  „მიხეილ უკრაინოლოგი ყველას ყელში ჰქონდა გაჩხერილი”, სხვადასხვა ჯგუფებიდან აქტიურად არეპორტებდნენ და მიზანსაც მიაღწიეს. 

გუშინვე, გვერდის ადმინისტრატორმა ახალი ფეისბუქ-გვერდი „მიხეილ ამსტერდამელი” შექმნა, რომელმაც ერთ დღეში რამდენიმე ათასი მოწონება დააგროვა, თუმცა შეტევა ამ გვერდზეც დაიწყო და დღეს  ისიც დაიბლოკა. პარალელურად, გაიხსნა მსგავსი სახელწოდებების რამდენიმე „ფეიკ-გვერდი”, რომლებიც თითქოსდა დაბლოკილო გვერდის ადმინიტრატორის მიერ შეიქმნა და თავს ორიგინალ გვერდად ასაღებენ. 

თუმცა, როგორც ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, ძნელი არ არის ნამდვილი და ფეიკ-უკრაინოლოგის ამოცნობა.

„ფეიკ-გვერდი ეტყობა ვიღაც ხნიერ კაცს ჩააბარეს, იუმორი აქვს ნული “, „ მარტო მაგისგან ვიგებდი ყველაზე სწრაფად სწორ ინფორმაციებს, სპორტიდან პოლიტიკამდე, ამ  ტრუხა გვერდებით ვინ უნდა მოტყუვდეს”,-წერენ სოციალურ ქსელში „მიხეილ უკრაინოლოგის” გამომწერები.

ამასობაში, ნამდვილი „უკრაინოლოგი” ახალ  გვერდს, „მიხეილ ამსტერდამელს” ქმნის, თავის ერთგულ გამომწერებს „რიგითი უკრაინოლოგის გადასარჩენად“ აქტიურობისკენ მოუწოდებს და  და შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს: 

„ბევრი ვრცელი პოსტის დაწერა მომიწია გუშინ საღამოდან მოყოლებული, მაგრამ მაინც არ დავიკიდებ ამ ამბავს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძველი გვერდი დაბრუნდეს.
პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გითხრათ ამხელა მხარდაჭერისთვის, ვიცოდი რომ ბევრს უყვარდა ეს გვერდი, (ეს ლაიქების რაოდენობაშიც ჩანდა) მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი, დაახლოებით 6 საათში, გვერდს მოემატა 3 000 ლაიქზე მეტი, ამას ფულით ნამდვილად ვერ იყიდი საქართველოში, რადგან ამდენი მომხმარებელი ფიზიკურად არ ჰყავს საქართველოში რომ ესეთ მოკლე დროში ამდენ ადამიანს აჩვენოს და თან ყველამ დაალაიქოს, მოკლედ ძალიან გამახარა ამ ამბავმა.
„თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება“ ისევ აგრძელებს გვერდის დარეპორტებას და ის გვერდიც გაუქმდა, რაც გუშინ გავაკეთე.
ვინც გვერდის აქტიური მომხმარებელი იყო, ყველას ემახსოვრება იმ გვერდზე განთავსებული კონტენტის შინაარსი. მე არასდროს გამივრცელებია დამახინჯებულად ინფორმაცია და არც არასდროს გამივრცელებია „ფეიკ ნიუსი“, სხვა მხირვ რასაც ვფიქრობდი იმას ვდებდი, იყო ეს პოლიტიკური, იუმორისტული, თუ სპორტული და სხვებსაც ვუვრცელებდი თუ ეს მის ჯანმრთელობას უშველიდა.
ეს ჯგუფი არ არის თავისუფლების გამავრცელებელი, ეს ჯგუფი არის იმ გვერდების დამრეპორტებელი რომლებიც მათ აზრს არ ემთხვევა, ან წინააღმდეგობაში მოდის! ესენი არიან ჩვეულებრივი მხარე და უკრაინოლოგი ერთ-ერთია, რომელიც გაუქმდა სხვა გვერდებიც გაუქმდა და კიდევ აგრძელებენ დარეპორტებას ფსევდოლიბერალი სექტა.
რამდენიც გინდა დაარეპორტონ, მიხეილ უკრაინოლოგი მაინც იარსებებს ქართულ სოციალურ ქსელში, რამდენი ფეიკიც გვერდიც გინდა გააკეთონ, ეს გვერდი 2011 წლიდან არსებობს და ხალხმა კარგად იცის ხელწერა . ტყუილად გაქვთ იმის იმედი, რომ რაღაც სპამ ჯგუფებით აწევთ გვერდს, ეგ გვერდი საბოლოოდ ჩემთან დაიმეჯება და მაგასაც ნახავთ.
მე არ გთხოვთ გაზიარებას ეს თქვენზეა დამოკიდებული, თუ თვლით, რომ სწორია ასე ამ გვერდის გაუქმება მაშინ ნურაფერს იზავთ და თუ ასე არ თვლით ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათაც შეექმნათ პრობლემა, რაგან მათთან ნამდვილად დევს ადამიანების შეურაცხმყოფელი პოსტები, რომელიც ასევე არ შეესაბამება ფეისბუქის სტანდარტებს.
ეს არის პროფილი სადაც შეგიძლიათ დამიმატოთ: https://www.facebook.com/ukrainologisadmini

და ეს არის ჯგუფი სადაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ:https://www.facebook.com/groups/168234577359040/

#დააბრუნეთუკრაინოლოგი

არეპორტებენ ამ გვერდებს
სარკაზმი
ძაან უდუმაშვილი
კააა და სრული სია არ მაქვს….”

პოპულარული ფეისბუქ-გვერდი „მიხეილ უკრაინოლოგი” ასი ათასზე მეტ მომხმარებელს ჰქონდა გამოწერილი. გვერდი განსაკუთრებით კრიტიკული იყო ყოფილი ხელისუფლების მიმართ, ავატარად კი ყოფილი პრეზიდენტის გაშარჟებული ფოტო ეყენა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის მომხრეების გულისწყრომას იმსახურებდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: