როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ სასიკვდილო ავტოკატასტროფას გადაურჩეს

გრეჰემის დაუვიწყარი სახე ავსტრალიის საგზაო უსაფრთხოებისთვის გაიცანით გრეჰემი – მისი შემქმნელების მიხედვით, მას აქვს სრულყოფილი სხეული, როგორიც საჭიროა ავტოკატასტროფაში გადასარჩენად.

ავსტრალიაში საგზაო უსაფრთხოების კამპანიისთვის ცოცხალი ადამიანის წარმოუდგენლად მსგავსი სკულპტურა შექმნეს. მისი თავის ფორმა ქვის ლოდის მსგავსია, ფეხები – ფესვებივით არის გადახლართული და მკერდი ნაოჭებიან დრელს ჰგავს.

ცნობილმა მხატვარმა პატრიცია პიჩინინიმ ხელოვნების ნიმუში წამყვან ტრავმატოლოგიის ქირურგთან და ავტოსაგზაო გამოძიების ექსპერტთან ერთად შექმნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უბედური საგზაო შემთხვევების კომისიის განცხადებით, სკულპტურის შექმნა მიზნად ისახავდა ავტოსატრანსპორტო გზებზე ადამიანის დაუცველობის ხაზგასმას. გრეჰემს აქვს სქელი, ძლიერი თავის ქალა, კისერი, რომელიც მის ტორსთანაა შერწყმული და გასაბერი მკერდი, რომელიც როგორც აირბაგები, ისე მოქმედებს.

იგი დამზადებულია სილიკონისგან, ფიბერგლასისგან, ფისისგან და ადამიანის თმისგან. “მე გულდასმით ვსწავლობდი და ვითვისებდი მეცნიერულად მის აგებულებას და შემდეგ შემოქმედებითად მივუდექი, ემოციურ დონეზე,” -განუცხადა პიჩინინიმ ABC–ს. “თვალები ძირითად სამუშაოს სწევს.

ეს არის ის, სადაც მნახველს შეუძლია კონტაქტი დაამყაროს მასთან და თანაუგრძნოს”. ჯო კალაფიორი, TAC–ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ადამიანს “შეუძლია გადარჩეს იმ შემთხევაში, თუ ის სრული სიჩქარით შეასკდება კედელს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ შეჯახებაზე, რომელშიც ავტომანქანაა ჩართული, სიჩქარე გაცილებით სწრაფია, ძალები უფრო დიდი და გადარჩენის შანსი გაცილებით ნაკლები”.  მანქანები ბევრად უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ადამიანები და გრეჰემი გვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ არის საჭირო გავაუმჯობესოთ ჩვენი გზების სისტემის ყველა ასპექტი, რათა დავიცვათ თავი საკუთარი შეცდომებისგან.” გრეჰემის სახელის უკან არავითარი საიდუმლო არ იმალება. ეს იყო სამუშაო სათაური, რომელიც მოიგონეს და ის ნორმალური ავსტრალიელი მამაკაცის სახელწოდება.

Facebook Comments

ახალი დადებული