Uncategorized

საქართველოს მთავრობაში სამთავრობო ცვლილებები არ განხორციელდა

Nusagi

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში სამსაათიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, შეხვედრაზე UNICEF-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შესახებ საუბროდნენ.

კობერიძემ განაცხადა, რომ დღვანდელ შეხვედრაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებების შესახებ არ უმსჯელიათ.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ იმართებოდა დისკუსია და მსჯელობა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,457 ნახვა
%d bloggers like this: