ტრამპის სიძის და შვილის ქონება განმავლობაში ათობით მილიონი დოლარით გაიზარდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილს ივანკას და მისი მეუღლის ჯარედ კუშნერის ქონება ერთი წლის განმავლობაში ათობით მილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს.

ტრამპის ქალიშვილსა და სიძეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩეველების თანამდებობა უკავიათ და მათთვის აუცილებელია შემოსავლების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება. დოკუმენტების მიხედვით, ივანკას და კუშნერის შემოსავლები 2017 წლის ბოლოს 229 მილიონიდან 786 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

წყვილის ძირითადი შემოსავლის წყარო საინვესტიციო პროექტებია. ასევე ნიუ-ჯერსიში უძრავი ქონების გაყიდვა.

Facebook Comments

ახალი დადებული