კობა დავითაშვილი-აბსოლუტურად არ ვიზიარებ სიხარულს გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის გამო!

,,აბსოლუტურად არ ვიზიარებ სიხარულს გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის გამო! ამ კაცს ჰქონდა და აქვს პოლიტიკური გამოცდილებაც და მმართველობის უნარიც, რაც მთავარია ბალანსი გულწრფელი ეკლესიურობისა, ტრადიციულობისა და ისეთი დასავლურობისა, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ დასავლურ ფასეულობებს და არა ყურმოჭრილ მორჩილებას დასავლეთის წარმავალი ტენდენციებისა!

ნაკლოვანება მისი მმართველობის პერიოდისა იყო საერთო ნაკლოვანება მმართველი გუნდისა და არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კობა დავითაშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული