Uncategorized

აკაკი ზოიძე: მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატია

Nusagi

პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე მმართველი გუნდის ნაწილისთვის მისაღები კანდიდატურაა.

როგორც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრმა დავით საგანელიძემ თქვა, ბევრი იმსახურებს და ბევრს შეუძლია იყოს კარგი პრემიერმინისტრი, მათ შორის მამუკა ბახტაძეც.

“მე არ ვისაუბრებ კონკრეტულ პიროვნებებზე, ბევრი იმსახურებს და შეუძლია იყოს კარგი პრემიერმინისტრი, მათ შორის მამუკა ბახტაძეც. ბატონი გიორგი (კვირიკაშვილი) მიმაჩნია, რომ საქართველოს ისტორიაში დარჩენა როგორც ერთ-ერთი ღირსეული, ძალიან კარგი ადამიანურო თვისებების, პოლულარი პრემიერ მინისტრი.მას ჰქონდა დიდი წარმატებები და ჰქონდა გარკვეული ხარვეზებიც”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატი მამუკა ბახტაძეა.

“მე ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადავუხადე მსახურობისთვის. ის იყო საკმაოდ წარმატებული პრემიერმინისტრი, თუმცა ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ საკმარისად წარმატებული არ ყოფილა, რადგან იყო შენიშვნები იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ბატონი გიორგი ატარებდა”, – თქვა ზოიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: