ბათუმში ბავშვი ოჯახის ახლობელმა მოკლა

ბათუმში, 4 წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ქალმა მოკლა. გავრცელებული ცნობით, ბავშვი ქალმა ცემით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ქალი უზბეკია. ის ბავშვის დედის მეგობარია. მოკლული ბავშვის დედა თურქეთშია სამუშაოდ.

როგორც ირკვევა, ქალს ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა. დამნაშავე პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა და ფაქტის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებმა მკვლელი ადგილზე დააკავეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული