უცხოური მედია

კრემლი რუსი ქალების ფეხბურთის გულშემატკივრებთან სექსის შესახებ განცხადებას აკეთებს

Nusagi

“რუს ქალებს თავად შეუძლიათ აირჩიონ უცხოელ გულშემატკივრებთან ურთიერთობის ფორმატი, რომლებიც რუსეთში ჩემპიონატზე ჩამოვიდნენ”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

“ჩვენ ვაცხადებთ, – არა რასიზმს, და ეს ზუსტად გამოხატავს ჩვენი ჩემპიონატის განწყობას”, – აღნიშნა პესკოვმა.

დღეს რუსეთში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამარა პლეტნიოვმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალქეებზე დაქორწინება ხშირად ცუდად მთავრდება. მან თქვა, რომ რუსი ქალი უცხოელთან სექსს უნდა მოერიდოს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ  მსგავსი შინაარსის რეგულაციას საბჭოთა კავშირის დროს იყენებდნენ, რათა მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობა შეეკავებინათ. აფრიკელ, აზიელ თუ ლათინო ამერიკელ კაცთან ურთიერთობისას გაჩენილი ბავშვები ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დღეს, 14 ივნისს თბილისის დროით 18:30 წუთზე დაიწყება. 19:00 საათზე კი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით გაგრძელდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: