კრისტენ სტიუარტი- მე ნამდვილად შეყვარებული ვარ ჩემს მეგობარ გოგონაზე

მსახიობი კრისტენ სტიუარტი, რომელიც არ გამოირჩევა გულახდილობით, მისი ცხოვრების სიყვარულზე ალაპარაკდა. ჟურნალ Elle–ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 26 წლის მსახიობმა პირველად ისაუბრა მის ურთიერთობაზე კინო პროდიუსერთან, ალისია კარგაილთან.

“ამჯერად  მართლაც შეყვარებული ვარ ჩემს მეგობარ გოგონაზე. ჩვენ რამდენჯერმე დავშორდით ერთმანეთს და ისევ განვაახლეთ ურთიერთობა, მაგრამ ამჯერად მე ასეთი გრძნობა გამიჩნდა- “ბოლოს და ბოლოს, მე შეყვარებული ვარ”, განაცხადა სტიუარტმა.

სტიუარტის სასიყვარულო ისტორიები წლებია მედიის ჰედლაინების საგანია. სტიუარტის თქმით, მან კარგაილზე საუბარი იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ ხალხს არ ეფიქრა, თითქოს  ქალთან ურთიერთობის “რცხვენია”.

“მე ვფიქრობდი, რომ ამ ურთიერთობის დამალვა გამოიწვევდა ვარაუდებს, თითქოს მე ვერ ვაცნობიერებ ყოველივე ამას ან  მრცხვენია, ასე რომ მე უნდა შემეცვალა ჩემი დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ როგორ წარმომეჩინა ეს საჯაროდ”, განაცხადა სტიუარტმა.

სტიუარტს მანამდე სასიყვარულო ურთიერთობა თავის თანამეწყვილესთან ფილმიდან „ბინდი”, რობერტ პატინსონთან ჰქონდა. წყვილი ერთმანეთს 2008 წლიდან 2012 წლამდე ხვდებოდა, თუმცა ამ ურთიერთობას საჯაროდ არ აღიარებდა.

“როდესაც მე მამაკაცთან მქონდა ურთიერთობა, ყველაფერს ვმალავდი, რასაც ვაკეთებდი, რადგან ყველაფერი პირადული მაშინვე ბანალური ხდებოდა და ეს არ მომწონდა. ჩვენ პერსონაჟებად გადავიქეცით და სასაცილო კომიქსების წიგნში მოვექეცით.  მაშინ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ეს პერსონაჟი მე ვიყავი. ჩემი ურთიერთობა რაღაც იმგვარი გახადეს, როგორიც არ იყო. მე ეს არ მომწონდა”,- განმარტა სტიუარტმა.

კრისტენ სტიუარტი თვლის, რომ ბუნებრივობა და გულახდილობა უკეთესია მისთვის. “ასე მე უფრო ბედნიერი ვარ”, განაცხადა სტიუარტმა.

Facebook Comments

ახალი დადებული