მეექვსიმილიონე ტურისტი გიორგი კვირიკაშვილს ემშვიდობება

მეექვსიმილიონე ტურისტი იესპერ ბლექი საქართველოს უკვე ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ემშვიდობება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “ჩემო მეგობარო”-  წერს მეექვსიმილიონე ტურისტი და კვირიკაშვილის ფოტოს აქვეყნებს.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.

2017 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 6 მილიონ ადამიანს.

მეექვსიმილიონე ტურისტს პირადად პრემიერმა უმასპინძლა და საოცარი სიურპრიზი მოუწყო. შემდეგ იესპერ ბლექმა, რომელსაც საქართველოში გრანდიოზული სიურპრიზით დახვდნენ. თავგადასავლის მისეული ვერსია გამოაქვეყნა. მან თავის YouTube-ის არხზე 20 წუთიანი ვიდეო ატვირთა, სადაც მთელს საქართველოს მადლობა გადაუხადა.

https://www.reuters.com/article/us-georgia-politics/georgian-prime-minister-kvirikashvili-resigns-idUSKBN1J922P

Facebook Comments

ახალი დადებული