მიხეილ აბესაძე-აუ ნუ გაუხურეთ ამ ბახტაძეს საქმე რა…..!

საზოგადოებრივი ფორუმის GFA-ს წევრი მიხეილ აბესაძე პრემიერობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ირგვლივ აგორებულ უარყოფით პიარ-კამპანიას ეხმაურება .

„აუ ნუ გაუხურეთ ამ ბახტაძეს საქმე რა… 2012 წელს მოხდა გადარიცხვა და იცით თქვენ რამხელა წნეხი იყო. 2012წელს ნაცებმა ორგანიზაციებს და ბანკებს აუკრძალეს შემოწირულობის გაცემა და ეს “ქართუს” წინააღდეგ იყო გაკეთებული. ამასთან, აიძულებდნენ , რომ მათი პარტიისთვის შეეწირათ ფული. ეს ორგანიზაციები თავის თანამშრომლებზე აფორმებდნენ შემოწირულობის გაცემას. ათასობით მოქალაქე მოხვდა სიაში. ბახტაძეს კი ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაცია ჰქონდა … მოკლედ ნუ ერჩით ამ კაცს და ნუ ასხამთ ნაცების წისქვილზე წყალს ( როგორც ნაცები იტყვიან ხოლმე )“-წერს მიხეილ აბესაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში აგორებული აჟიოტაჟი მამუკა ბახტაძის მიერ, 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას ეხება.

Facebook Comments

ახალი დადებული