უცხოური მედია

რუსეთში 2019 წლიდან საპენსიო ასაკი იზრდება

Nusagi

რუსეთში საპენსიო ასაკი 2019 წლიდან გაიზრდება, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ТАСС ავრცელებს.

მედვედევის თქმით, ხელისუფლება პენსიაზე გამსვლელ პირთა ასაკს ნელ-ნელა გაზრდის. მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი იქნება 65-წლამდე, ქალებისთვის კი 63 წლამდე. მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა შექმნა საკმარისი და აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ საპენსიო ასაკის გაზრდა მოსახლეობისთვის მტკივნეული არ იყოს.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდეგ, პენსიის ოდენობა გაიზრდება. ასევე, გათვალისწინებული იქნება დამატებითი პრივილეგიები, ეს იქნება ქალებისთვის 40 წელზე მეტი სტაჟი და მამაკაცებისთვის 45 წლიანი სტაჟი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: