პოსტები სოციალური ქსელიდან

ვინ და რატომ აპროტესტებს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს

Nusagi

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისადმი შესაძლო ბოიკოტი, რომელზეც ბოლო წლებში მსოფლიოში ბევრს საუბრობდნენ, მსოფლიო ლიდერების არც ისე დიდი წრისთვის სიმბოლური ჟესტი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

ჩემპიონატზე ყველა ეროვნული ნაკრები მიდის, ნაწილობრივ პოლიტიკური ბოიკოტი კი მხოლოდ რამდენიმე მონაწილე ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა.

უკრაინელმა და მსოფლიო კულტურის წარმომადგენლებმა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყანას მიმართეს, რომ მათ ბოიკოტს შეუერთდნენ.

BBC-ის ცნობით, ბოიკოტის მომხრეები იხსენებენ ყირიმის ანექსიას, დონბასში ომს, დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლას, უკრაინაში კი ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის შიმშილობა გახდა აქტუალური.

სწორედ ამ უკანასკნელის შიმშილობის გამო ევროპარლამენტი მუნდიალისთვის პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა.

მსხვილი სპორტული შეჯიბრებები ყოველთვის მიიჩნეოდა მსოფლიო ლიდერების ურთიერთობების არაფორმალურ არენად.

ბოლო წლებში არაერთ დასავლურ ქვეყანაში აცხადებდნენ, რომ რუსეთში ჩემპიონატის გამართვას შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადონ.

ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობისა და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები რუსეთში მუნდიალზე დასასწრებად არ ჩავლენ.

ანალოგიური პოზიცია დაიკავა ისლანდიის ხელისუფლებამაც. ტურნირის დაწყებამდე 1 კვირით ადრე კი ბოიკოტს ავსტრალიაც შეუერთდა.

გარდა ამისა, პოლონეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან შეუთანხმებლობის გამო ტურნირის გახსნის ცერემონიას  და მატჩებს არ დაესწრებიან.

10 ივნისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოცემა ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეეძლო ჩემპიონატს დასწრებოდა, რადგან ფეხბურთი უყვარს. თუმცა მისი თქმით, ამჟამინდელ გარემოებებში ამ ფაქტმა შესაძლოა განსხვავებული დისკუსიები გამოიწვიოს.

თუმცა იმავდროულად მერკელმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა თავისი ქვეყნის ნაკრების საგულშემატკივროდ რუსეთში ჩავიდეს.

საინტერესოა საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციაც, რომელმაც მანამდე რუსეთი გააკრიტიკა. შესაძლოა ემანუელ მაკრონი ჩემპიონატს დაესწროს, თუმცა არა გახსნის ცერემონიას.

უკრაინის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ჩემპიონატს არ დაესწროს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნაკრები შეჯიბრში არ მონაწილეობს, UEFA-ს მონაცემები, მუნდიალზე დასასწრები ბილეთი 6000-მდე უკრაინელმა შეიძინა.

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება და ის 1 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება. შეჯიბრში 32 ქვეყანა მონაწილეობს.

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია თბილისის დროით 18:30 წუთზე დაიწყება. 19:00 საათზე კი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით გაგრძელდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,562 ნახვა
%d bloggers like this: