სპორტი

რუსეთში დღეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართება

Nusagi

რუსეთში დღეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ cbssports-ი წერს.

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია თბილისის დროით 18:30 წუთზე დაიწყება. 19:00 საათზე კი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით გაგრძელდება.

14 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატი 2018-ის ღონისძიებას რობი უილიამსი ოპერის მომღერალ აიდა გარიფულინასთან ერთად გახსნის. მათთან ერთად ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ნაზარიო დელიმა რონალდოც იქნება.

რუსეთი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უმასპიძლებს. სპორტული ღონისძიება სტარტს დღეს იღებს და ერთ თვეს გასტანს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: