უცხოური მედია

აშშ-ში გერმანულმა ნაგაზმა 5 თვის მძინარე ბავშვი მოკლა

Nusagi

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, 5 თვის ბავშვს გერმანული ნაგაზი თავს მაშინ დაესხა, როცა მას ეძინა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

პოლიცია ამბობს, რომ ნაგაზს ევთანაზია გაუკეთეს.

ძაღლი ბავშვის, პეიჯ ჯორჯის ძიძას ეკუთვნოდა. ძიძისთვის ჯერ ბრალდება არ წაუყენებიათ. ის ოჯახის დიდი ხნის მეგობარია.

როგორც ქალი ჰყვება, მძინარე ბავშვი ერთ-ერთ ოთახში დააწვინა, ვიდრე მის საწოლს მოაწესრიგებდა. სწორედ ამ დროს დაესხა მას თავს გერმანული ნაგაზი.

ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ ძიძის ძაღლისთვის აგრესიის ნიშნები არასდროს შეუნიშნავთ, რადგან ოჯახი მას უვლიდა, აჭმევდა და მასთან ერთად დადიოდნენ სასეირნოდ.

მსგავსი შემთხვევა მოხდა. ორი კვირის წინაც; აშშ-ში, ფლორიდაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა 9 თვის ბავშვი სასიკვდილოდ მაშინ დაკბინა, როცა ის აივანზე, სავარძელში იჯდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,955 ნახვა
%d bloggers like this: