იორდანიამ ირანიდან ელჩი გაიწვია

იორდანიის ჰაშემიტურმა სამეფომ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საკუთარი ელჩი აბდალაჰ სულეიმანი ანუ რუმანი გაიწვია.

ამის შესახებ ინფორმაცია ტელეარხმა Al Arabiya-ამ გაავრცელა.

ტელეარხის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სამეფოს მინისტრთა საბჭოს მიერ იქნა მიღებული და ირანის პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საქმეებში ერევა.

აღნიშნულია, რომ იორდანიას რეგიონალური უსაფრთხოება სურს, განსაკუთრებით საუდის არაბეთში და სპარსეთის ყურეს არაბულ ქვეყნებში.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ წლებში ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა იემენში შექმნილი კრიზისის გამო მნიშვნელოვნად დაიძაბა.

სამთავრობო ძალების მომხრე ერ-რიადი მიიჩნევს, რომ თეირანი, რომელიც მხარს ჰუსიტებს უჭერს, მათ იარაღს აწვდის.

Facebook Comments

ახალი დადებული