კრინოლინომანაია: საშიში სამოსელი, რომელმაც დაახლოებით 3000 ქალი იმსხვერპლა

ვიქტორიანულ ეპოქაში კრინოლინი (ცხენის თმისგან დამზადებული ქსოვილი) სოციალური იდენტობის ხაზგასმად აღიქმებოდა,  თუმცა პოპულარული იყო მოსამსახურეებშიც, რომლებიც მათი ქალბატონების მსგავსად ატარებდნენ მას. ამის შესახებ thevintagenews წერს.

კრინოლინს ყველა სოციალური კლასის ქალი მოიხმარდა და ის სწრაფად გახდა დასავლეთის მედიაში ინტენსიური დაკვირვების საგანი. მასთან დაკავშირებული სოციალური საკითხები წამოჭრა ჯორჯ რათლიჯმა ეტიკეტის სახელმძღვანელოში, რომელიც 1875 წელს გამოიცა, სადაც ავტორმა ლონდონის მოახლეები კრინოლინის ტარებისთვის გააკრიტიკა.

რათლიჯი აღწერს, თუ როგორ წარმოაჩენდა კრინოლინი მოახლე გოგონების ფიგურას და ქვედა ორგანოებს, როდესაც ისინი დაიჩოქებდნენ შესასვლელი კარის კიბეების გასახეხად, რაც ქუჩის ბიჭების და გამვლელი მამაკაცების ინსპირირებას იწვევდა. რათლიჯი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მოსამსახურეებმა სასურველია მათი მოდური ტანსაცმელი შეინახონ დასვენების პერიოდებისთვის და სამსახურის დროს სათანადოდ ჩაიცვან .

თუმცა ეს წინააღმდეგობა ზოგიერთმა მსახურმა მათი თავისუფლების გაკონტროლების მცდელობად აღიქვა და უარი განაცხადა მათთან მუშობაზე, ვინც  კრინოლინის ჩაცმას უკრძალავდა.   სამოსელის ზომებთან, ტარებასთან და უხერხულ მოძრაობასთან  დაკავშირებული პრობლემები და რისკები ხშირად გაზვიადებული და პაროდირებული იყო ისეთ სატირულ სტატიებსა და ილუსტრაციებში, როგორიცაა Punch.

ალექსანდერ მაქსველმა კრინოლინის თემაზე არსებული სატირული მასალა შეაფასა, როგორც მამრობით ავტორთა დაუცველობის და შიშის გამოხატულება იმის თაობაზე, რომ ქალები, რომელთაც კრინოლინი ეცვათ საბოლოოდ “დაიპყრობდნენ ” კაცობრიობას.

ჯულია თომასმა, რომელიც კრინოლინის Punch–ში გამოქვეყნებულ ანტი–კრინოლინურ განწყობებს და დაცინვას იკვლევდა, აღნიშნა, რომ ჟურნალის თავდასხმებმა მოდის განადგურების ნაცვლად პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და კრინოლინომანიის ფენომენი შექმნა.

ამერიკაში, მე -19 საუკუნის შუა წლებში კრინოლინი ასოცირდებოდა სამხრეთელი ლამაზმანის იმიჯთან, მონათმფლობელურ კლასთან. თუმცა, როგორც ევროპაში, ისე სხვაგან, კრინოლინს მდიდარი თეთრკანიანი ქალები ფართოდ ხმარობდნენ. ამერიკაში ყველა კლასის და სოციალური მდგომარეობის როგორც შავკანიან, ისე თეთრკანიან ქალებს ეცვათ კრინოლინის ბოლოკაბები, მათ შორის პირველ ლედის მერი ტოდ ლინკოლნს და მის აფრო–ამერიკელ მკერავს, ელიზაბეტ კეკლის, რომელმაც ტოდ ლინკოლნის ექსტრავაგანტული კრინოლინის მრავალი კაბა შექმნა.

კრინოლინს ადვილად ედებოდა ცეცხლი, რაც ფართოდ შუქდებოდა იმდროინდელ მედიაში. დადგენილია, რომ გვიან 1850–ებში და 1860–იან წლებში ინგლისში, დაახლოებით 3000 ქალი გარდაიცვალა კრინოლინით გამოწვეული ხანძრისგან. ერთი ასეთი ინციდენტის, 14 წლის მოახლის, მარგარეტ დევეის გარდაცვალების შესახებ Times–ში 1863 წლის 13 თებერვალს დაიწერა. მის კრინოლინისგან დამზადებულ კაბას ბუხართან ცეცხლი გაუჩნდა და იგი მიღებული მძიმე დამწვრობებისგან გარდაიცვალა.

1863 წლის 8 დეკემბერს, სანტიაგოში, ჩილეში კრინოლინის გამო ცეცხლი გაუჩნდა ეკლესიას, რა დროსაც დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაიღუპა.

ორი თვალსაჩინო მსხვერპლი, რომელიც კრინოლინისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად გარდაიცვალა უილიამ უაილდის ორი ქალიშვილი, ემილი და მერი იყვნენ, რომლებიც 1871 წლის ნოემბერში, კრინოლინის საღამოს კაბებზე მოდებული ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ.

1864 წელს, სლავიეკოვი წერდა, რომ უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში, მინიმუმ 39 927 ქალი იყო გარდაცვლილი მსოფლიოს მასშტაბით კრინოლინთან დაკავშირებული ხანძრის შედეგად. კრინოლინთან მიმართებით სხვა რისკებიც არსებობდა, ის შეიძლება ადამიანების ფეხებს, ეტლის ბორბლებს, ან ავეჯს წამოდებოდა, ან უეცარი ქარის გამო ქალებისთვის ზევით აეწია კაბა.

1859 წელს, მანჩესტერის ჰერცოგინიამ კარტის თამაშის დროს თავისი კაბა კიბეს წამოდო ასვლის დროს და კაბის კალთები მთლიანად თავზე მოექცა, ხოლო მისი ალისფერი პანტალონები მთელმა კამპანიამ იხილა.

Facebook Comments

ახალი დადებული