სოციალური ქსელები და მედია

პრეზიდენტი, მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეულ პრემიერმინისტრობის კანდიდატს პარლამენტს დღეს წარუდგენს.

ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,საქართველოს კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ და წარდგენილ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს.

კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პრეზიდენტი იმოქმედებს ისე, როგორც განსაზღვრავს ამასსაქართველოს კონსტიტუცია”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ძალიან ნათლად დააფიქსირა და აღნიშნა, ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერმინისტრობისკანდიდატად – ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა გააკეთა სხვა არჩევანი.

,,პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია ერთი საკითხია და მეორე საკითხია- რას განსაზღვრავს და როგორ განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი.

ბუნებრივია, პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი, შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია.

პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს 7 დღის ვადა, თუმცა, ეს აქტი გამოიცემა დღეს და კიდევ ერთხელ ის მოქმედებს იმ ვალდებულების ფარგლებში, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის უზენაესი კანონი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური განსხვავებული პოზიცია აქვს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,437 ნახვა
%d bloggers like this: