ტექდათვალიერების მომდევნო ეტაპი 1 ივლისიდან ამოქმედდება

1 ივლისიდან სავალდებულო ტექინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად ხორციელდება.

სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების შემდეგ 1 ოქტომბრიდან ტექდათვალიერებას დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ) გაივლიან, რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

მომდევნო ეტაპზე – 2019 წლის 1 იანვრიდან კი ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი – 2019 წლის ბოლომდე.

შეგახსენებთ, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ.

ტექდათვალიერება ამჟამად მხოლოდ სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებს ეხება, სრულად, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან ამოქმედდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: