პოსტები სოციალური ქსელიდან

ბონდო მძინარაშვილი-თუმცა, CNN-ის ჟურნალისტი ასე მისვლას არც იკადრებდა….

Nusagi

,,2003 წელს სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც განთავსებული იყო პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი, ჟურნალისტების ფლოსტებით და ბრეტელებიანი მაისურებით შემოსვლა ავკრძალე. მაშინ ჟურნალისტებმა ქოში (ვისაც ეცვა!) უკუღმა ყარეს. ანი მიროტყაძე დამიდასტურებს. როცა პრეზიდენტის ბრიფინგზე მაინც არ შევუშვი, ის აყრილი ქოშები ჩაიცვეს და გაბრუნდნენ. მომდევნო შეხვედრაზე კი შემოსილები მოვიდნენ.

არ ვიცი, ეს ყმაწვილი ჟურნალისტი ვინ არის და სად მუშაობს. არც ის ვისი, რატომ გადაწყვიტა, რომ შეიძლებოდა ასე “ჩაცმული” მისულიყო “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენაზე.
მივიდა და შეუშვეს!
მე კარიდან გავაბრუნებდი!
CNN-ის ჟურნალისტიც რომ ყოფილიყო!
თუმცა, CNN-ის ჟურნალისტი ასე მისვლას არც იკადრებდა.

საით მიდის ჩვენი “ნაქარალი, ნაქორალი” ჟურნალისტიკა?!
უფრო სწორედ, ასე “შემოსილი” ჟურნალისტიკა როგორ შეძლებს სადმე წასვლას?!”-წერს ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი,ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: